მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ყულევთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებდნენ, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი, ამ ფონზე ვხედავთ ახლა უკვე ბრიტანულ გადაწყვეტილებას სანქციების შემსუბუქების თაობაზე - აქ ჩანს, რომ მორალისგან შორს არიან კონკრეტული ადამიანები
პრემიერი: ყულევთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებდნენ, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი, ამ ფონზე ვხედავთ ახლა უკვე ბრიტანულ გადაწყვეტილებას სანქციების შემსუბუქების თაობაზე - აქ ჩანს, რომ მორალისგან შორს არიან კონკრეტული ადამიანები

პრემიერი: ყულევთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებდნენ, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი, ამ ფონზე ვხედავთ ახლა უკვე ბრიტანულ გადაწყვეტილებას სანქციების შემსუბუქების თაობაზე - აქ ჩანს, რომ მორალისგან შორს არიან კონკრეტული ადამიანები

იმედი|imedinews.ge

ტყუილს ავრცელებდნენ ყულევთან დაკავშირებით, ამ ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი. საბოლოო ჯამში, იმდენად უხეში ტყუილი იყო, აქამდეც ვერ მიიყვანეს საქმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება სანქციების შემსუბუქების თაობაზე.

„ორმაგი სტანდარტია ისევ თვალსაჩინო მოვლენა. მორალური პედესტალიდან გვესაუბრებოდნენ სანქციებთან დაკავშირებით, ასევე, კონკრეტული ტყუილით ცდილობდნენ, დაესაჯათ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი, საუბარი იყო პროექტზე, ევროკავშირში ბრიტანელების აქტიურობაზე. ტყუილს ავრცელებდნენ ყულევთან დაკავშირებით, ამ ტყუილის საფუძველზე, რომელიც ნავთობს ეხებოდა, უნდოდათ დაესაჯათ ქართველი ხალხი. საბოლოო ჯამში, იმდენად უხეში ტყუილი იყო, აქამდეც ვერ მიიყვანეს საქმე. ამ ფონზე ვხედავთ ახლა უკვე ბრიტანულ გადაწყვეტილებას, სანქციების შემსუბუქების თაობაზე. აქ პირდაპირ ჩანს, რომ მორალისგან შორს არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვესაუბრებიან და რომლებიც შემდეგ სხვა გადაწყვეტილებებს იღებენ. ადრე ისე წარმოგვიჩენდნენ, რომ იყო ამ სამყაროში შავი სივრცე და იყო თეთრი სივრცე, რომელიც იყო სრულიად სპეტაკი. ბრიტანეთის ხელისუფლებაში არ შეიძლება, რომ ვინმემ მიიღოს რაიმე მანკიერი გადაწყვეტილება, ევროპაში და ამერიკაში არ შეიძლება, რომ ვინმემ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ დროს, ვხედავთ, რომ ძალიან დიდი სიბინძურე ტრიალებს ბრიტანულ პოლიტიკაშიც, ევროპულ პოლიტიკაშიც, ამერიკულ პოლიტიკაშიც. სამწუხაროდ, ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გააცნობიეროს. ამის გამოხატულებაა ეს ორმაგი სტანდარტებიც. სინამდვილეში არიან სუბიექტები, რომლებიც მოქმედებენ პრაგმატული ინტერესების შესაბამისად, მათი პრაგმატული ინტერესების ნაწილი შეიძლება იყოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაც. ჩვენ მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ყველას აქვს საკუთარი პრაგმატული ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული ინტერესი, რომ დავიცვათ ის, რაც უნდა ქართველ ხალხს. ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, ამაზე უნდა ვიყოთ ჩვენ ორიენტირებულები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ როგორ მოქმედებს, ქართველი ხალხის სასარგებლოდ თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →სანქციების →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი