მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი „ლელოზე“: 2024 და 2020 წელს თვითონაც თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს „ლელო“, რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე
პრემიერი „ლელოზე“: 2024 და 2020 წელს თვითონაც თქვეს უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს „ლელო“, რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე

იმედი|imedinews.ge

„ლელო“ თვითონ იყო ამ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილე, თვითონაც თქვეს უარი 2024 წელს და მანამდეც, 2020 წელს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერმა შეაფასა „ლელოს“ პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არც ერთ სისტემაში ბოიკოტს არ მოუცია შედეგი ოპოზიციისთვის.

„ლელოც“ იყო ამ საბოტაჟის ერთ-ერთი მონაწილე. ასე დაავალეს, მათ შორის ყოფილი ადმინისტრაციიდან და ასე იმოქმედეს. თვითონ თქვეს უარი მანდატებზე. აქედან გამომდინარე, ახლა „ლელო“ სხვას რომ ესაუბრება, აბსოლუტურად ალოგიკურია. თვითონ იყვნენ ამ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილეები, თვითონაც თქვეს უარი 2024 წელს და მანამდეც, 2020 წელს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე. შესაბამისად, „ლელოც“ არის ამ დანაშაულის თანამონაწილე. რაც უთხრეს, რაც დაუკვეთა უცხოურმა აგენტურამ, ის შეასრულეს. ახალ ადმინისტრაციას აქვს განსხვავებული მიდგომა და შესაბამისად, „ლელოს“ ნაწილმა გადაწყვიტა განსხვავებული მესიჯებით ისაუბროს, თუმცა ეს მათ დანაშაულს ვერ გაასუფთავებს. მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს „ლელო“, რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე.

რაც შეეხება მანდატების გამოყენებას, ჩვენ ვნახოთ, 2028 წელს რა მოხდება, რომელი პარტიები მიაღწევენ 2028 წლის არჩევნებამდე. ეს საკონსტიტუციო სასამართლოზეც არის დამოკიდებული. შემდეგ ვნახოთ, არჩევნებამდე მიღწეული პარტიებიდან ვინ ისარგებლებს და ვინ არ ისარგებლებს მანდატებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი