მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ - ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის
პრემიერი: როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ - ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის

იმედი|imedinews.ge

როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ - ახლა უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბათუმში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი საუბრობენ ქართველ ხალხზე ცალკე და საქართველოს ხელისუფლებაზე ცალკე, მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა საქართველოს ხელისუფლებას ზედიზედ მეორედ, 2024 წელს და შემდეგ ერთ წელიწადში 2025 წელს.

„ორივე თვალსაზრისით ჩანს, რომ აბსურდშია შესული სრულად ევროპული ბიუროკრატია. ერთი, რომ განიხილავენ შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე, მაშინ როდესაც საქართველო უზრუნველყოფს შვიდი ქვეყნისთვის კავშირს შავ ზღვასთან. ანუ რამხელა აბსურდში არიან შესული, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. მეორე მხრივ, ისინი საუბრობენ ქართველ ხალხზე ცალკე და საქართველოს ხელისუფლებაზე ცალკე, მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე ზედიზედ მეორედ, 2024 წელს და შემდეგ ერთ წელიწადში 2025 წელს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებამ მიიღო მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა. ეს ნიშნავს ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ქართველი ხალხისგან.

ასეთ დროს, როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ. ახლა ვხედავთ, რომ უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოკუპირებულ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ ემზადებიანტვ პირველი
  • რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს - მედიაBM.GE
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
ოკუპირებულ →

მსგავსი სტატიები

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

იმედი

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში  ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

იმედი