მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: საქართველო შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან 7 ქვეყანას აკავშირებს. გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი როლი შუა დერეფნის ფარგლებში
პრემიერი: საქართველო შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან 7 ქვეყანას აკავშირებს. გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი როლი შუა დერეფნის ფარგლებში

პრემიერი: საქართველო შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან 7 ქვეყანას აკავშირებს. გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი როლი შუა დერეფნის ფარგლებში

იმედი|imedinews.ge

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს შესაძლებლობა ავითვისოთ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ერევანში, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის დროს განხილულ მთავარ თემებზე.

„საუბარი მქონდა სამხრეთ კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს პერსპექტივაზე დაკავშირებადობის კუთხით. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან საინტერესო მოცემულობაშია ჩვენი რეგიონი. ჩრდილოეთისკენ არის მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, რუსეთსა და უკრაინას შორის ომს ვგულისხმობ და არის სამხედრო დაპირისპირება, კრიზისი, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ჩვენი რეგიონი და კონკრეტულად საქართველოც მათ შორის, არის მოქცეული ამ ორ სამხედრო კონფლიქტს შორის. ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, არსებობს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონს და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები.

ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს შესაძლებლობა ავითვისოთ. შუა დერეფნის ფარგლებში ჩვენი როლი გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ. საუბარი მქონდა ასევე იმ ინვესტიციებზე, რომლებიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის სფეროში. ყველა დეტალთან დაკავშირებით გავუზიარე ინფორმაცია და მოსაზრებები ჩვენს კოლეგებს, რაც შეეხება დაკავშირებადობას.

ასევე, ერთ-ერთი თემა იყო მწვანე ენერგია, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. აქაც გავაცანი კოლეგებს ჩვენი გეგმები. ჩვენი მიზანია, ელექტროენერგიის გენერაცია, გამომუშავება გაიზარდოს 4 800 მეგავატიდან 11 500 მეგავატამდე. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გახდება მთლიანად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ელექტროენერგია. ამ კუთხით ხაზი გავუსვი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსაც. ყველა ამ თემაზე გვქონდა საუბარი კოლეგებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ