
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება
იმედი|imedinews.ge
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება.
განაცხადის წარდგენის ვადა არის 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. სტაჟირება კი დაიწყება 1-ელი ოქტომბრიდან.
სტაჟირების გავლა შეუძლია მას, ვინც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში, ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge