მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახლის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა - გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • პროკურატურაში ბარამიძის განცხადების გამო ვეტერანი კობა კობალაძე გამოიკითხაფორმულა
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
  • პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 11 პირს ბრალდება წარუდგინატვ პირველი
  • პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მოყვანის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
პროკურატურამ →ბრალდებით →წარუდგინა →

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა წყევლიან კრემლს, გამოჩნდნენ ზუსტად მაშინ და თქვეს ზუსტად ის, რაც დაწყებული ქართულ-აფხაზური პროცესის ისევ კრემლისთვის ხელსაყრელ ისტორიულ ჩიხში დაბრუნებას უწყობს ხელს. არის თუ არა ეს კლასიკური სამშობლოს ღალატი?

პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

იმედი

ჰანტერ ბაიდენის განცხადებით, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ჰანტერ ბაიდენის განცხადებით, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

იმედი

იაპონიაში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია

იაპონიაში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია

იმედი