მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე 135 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე 135 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე 135 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ადგილას ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ეწეოდა.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: „ჰეროინი“, ,,კოკაინი’’ „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, მცენარე კანაფი, ,,პრეგაბალინი’’, ,,მდმა” და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დიდი ოდენობით,), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა), 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა, შენახვა) 265-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულების ნაწილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულადფორმულა
  • სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყორუსთავი 2
  • ერთი დღე სასამართლო პროცესამდე - ცოტნე მირცხულავას ინფორმაციით, პროკურატურა მის წინააღმდეგ საპატიმრო გირაოს მოითხოვსტვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
პროკურატურამ →ბრალდებით →წარუდგინა →

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

იმედი

ლადო სადღობელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე პრემიერის განცხადების შესახებ: ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად - ზუსტად გათვლილი ბალანსია მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე

ლევან მაჭავარიანი: რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის - ომამდე სამართლებრივად აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები, ომის დროს არ გააფრთხილა და არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, პირდაპირ ეთერში რუსეთს კარნახობდა სამხედროების სტრატეგიულ განლაგებას, ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა

POLITICO-ს ცნობით, ბრიუსელის რეგულაციების გამო, ევროპაში პროდუქტი ძვირდება

POLITICO-ს ცნობით, ბრიუსელის რეგულაციების გამო, ევროპაში პროდუქტი ძვირდება

იმედი