მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების დანაშაული გახსნა. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში, ბრალდებულმა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიდინა მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაახლოებით 2.3 მილიონ აშშ დოლარს.

მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მოპოვებული თანხის უკანონო წარმომავლობის შესანიღბად და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების მეშვეობით, საქართველოს საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე, ასევე სამორინეებსა და კაზინოებში, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული 1 146 748 აშშ დოლარი ბალანსის შესავსებად განათავსა.

უკანონო შემოსავლის ლეგალურ ფინანსურ ბრუნვაში ინტეგრირების მიზნით, ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა შენიღბა, როგორც აზარტული თამაშების შედეგად მიღებული მოგება და თანხის სახეცვლილი ნაწილი, სხვადასხვა ფიქტიური დანიშნულებით, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, პირად და დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა.

დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენტვ პირველი
  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი