მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო

იმედი|imedinews.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის დასაწყისში, დავით ჩუბინიძემ დავით მიქაძესთან შეთანხმებით აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა სადაც ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის და განეცხადებინა იარაღების თითქოსდა დაუდგენელი პირის მიერ ქურდობის ფაქტის შესახებ.

იარაღების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე დაზარალებულ ვახტანგ კობიაშვილს შეხვდნენ და დაუსვეს კითხვები სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესახებ, რა დროსაც კიდევ ერთხელ დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით იმ შემთხვევაში თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა.

დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK – 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, დავით ღოღელიანზე გაასაღეს, რომელიც ამოღებულია მისივე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად. დავით ღოღელიანი სამართალდამცველებმა დააკავეს.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ლაშა მაისურაძე, ძებნილ დავით მიქაძესთან წინაწარი შეთანხმებით, შეხვდა ადვოკატს, მიაწოდა მობილური ტელეფონი და უთხრა გასაუბრებოდა დავით მიქაძეს, რომელიც საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.

დავით ჩუბინიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად) და 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ლაშა მაისურაძეს ბრალდება 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად), დავით მიქაძეს ბრალდება 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად), 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დავით მიქაძეს 10 წლით, დავით ჩუბინიძეს 9 წლით, ხოლო ლაშა მაისურაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ადვოკატი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ადვოკატის თქმით მოწმემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამის მიცემა და მფარველობა უარყოფორმულა
  • თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს - რა ჩანს კადრებშიტვ პირველი
  • ელიზბარაშვილის საქმეში 7 დაზარალებული კაცი ფიგურირებს – ადვოკატინეტგაზეთი
  • თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატიBM.GE
ადვოკატი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი