
პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას სარკისებურად უპასუხებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას სარკისებურად უპასუხებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„თუ აღნიშნული გადაწყვეტილება [ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული გემების დაკავების შესახებ] პრაქტიკაში იქნება რეალიზებული, ჩვენ იძულებულები ვიქნებით სარკისებურად ვუპასუხოთ“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსი სამხედროები გემებს არა მხოლოდ იმ აკვატორიაში დააკავებენ, სადაც ევროპელები რუსულ ხომალდებს დაატყვევებენ.
„ეს მოხდება იქ, სადაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და მიზანშეწონილად, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში“, - დასძინა მან.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ასეთი ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე გადაეცა. „ასეთი დავალება უკვე დიდი ხანია გაიცა თავდაცვის სამინისტროსთვის, ვიცი, რომ ის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობასაც გადაეცა, გთხოვთ ამასთან დაკავშირებით თქვენი შეხედულებების შესახებ მომახსენოთ“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge