მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ზემო აჭარაში, შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ხელოვნების სკოლაში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა.

კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარიამ ლაშხის თქმით, ბოლო პერიოდში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში არაერთი გამოწვევაა და ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იძენს ქართული ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის დაცვა.

„საქართველოს მსგავსი ქვეყნები, რომლებიც ტრადიციული, ისტორიული ქვეყნები არიან, არსებული გამოწვევების ფონზე ერთგვარი საფრთხის ქვეშ რჩებიან, რათა არ დაიკარგოს საუკუნოვანი ტრადიციები, ეროვნული იდენტობა და მდიდარი წარსული. საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები სახელმწიფოებრივ გაძლიერებასა და იდენტობის შენარჩუნებაზე იყოს ორიენტირებული. სწორედ ყოველივე ამას ემსახურება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტი, სადაც ახალგაზრდები საქართველოს ისტორიული გმირების და გამორჩეული ადამიანების შესახებ ინფორმაციას ეცნობიან და ცოდნას იძენენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიებაზე შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ისტორიკოსმა ფრიდონ დავითაძემ თემაზე - „საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი სამხრეთ დასავლეთ საქართველოში“ მე-19 საუკუნეში მოღვაწე სელიმ ხიმშიაშვილის შესახებ ლექცია წაიკითხა და მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხებში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტი ვაკანტურია - ქაჯაიამ თანამდებობა დატოვაBM.GE
  • ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვიაფორმულა
  • რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურიანეტგაზეთი
  • ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოკიდებულება მათ შორის მტერთან, ოკუპანტთან - ლაშა ფარულავარუსთავი 2
საკითხებში →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

იმედი

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

იმედი

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი