მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

იმედი|imedinews.ge

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ზემო აჭარაში, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრს და ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრს ეწვივნენ.

პარლამენტის წევრები ცენტრების საქმიანობას და სპეციალური პროგრამების მიმდინარეობას გაეცნენ.

„ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრი განსაკუთრებული მოდელია, რომელიც საჯარო სკოლაშია ინტეგრირებული. ის არა მხოლოდ კონკრეტული სკოლის ბენეფიციარებს ემსახურება, არამედ სრულად მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს. ცენტრის საქმიანობის განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ ფსიქო-ემოციური სტრესის მართვისთვის არტ თერაპიული მიდგომები გამოიყენება, რომელიც ცენტრის ბენეფიციარების განვითარებას უწყობს ხელს. გამოწვევებზე საუბრისას აღინიშნა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას პროფესიული კადრების დეფიციტი წარმოადგენს. ეს შეეხება როგორც ფსიქოლოგებს, ასევე ოკუპაციურ თერაპევტებს. აღნიშნული მოცემულობა გვაჩვენებს თუ როგორ უნდა მოხდეს შემდგომში განათლების სფეროში კვოტირებების ფორმირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაკალავრიატის და პროფესიული განვითარების მიმართულებს ეს სფეროები დაემატოს“ , - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია შუახევის დღის ცენტრის ინტეგრირების მოდელი, სადაც ტიპიური და ატიპიური განვითარების ბავშვების ერთობლივი ინიციატივები მუშავდება.

ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრობისას პარლამენტის წევრებმა ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნახატები, თექის და გობელენის ნამუშევრები დაათვალიერეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხებში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტი ვაკანტურია - ქაჯაიამ თანამდებობა დატოვაBM.GE
  • ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვიაფორმულა
  • რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურიანეტგაზეთი
  • ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოკიდებულება მათ შორის მტერთან, ოკუპანტთან - ლაშა ფარულავარუსთავი 2
საკითხებში →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

იმედი

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი