მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

იმედი|imedinews.ge

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპის I მათემატიკური ოლიმპიადა (EMO-2026) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

„ოლიმპიადის მონაწილეები არიან: • ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ჟღენტი – ოქროს მედალი • ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე მირზა შანიძე – ვერცხლის მედალი • ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გუმბერიძე – ვერცხლის მედალი • ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი შეროზია – ვერცხლის მედალი • ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე კაცია – საპატიო სიგელი • აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი რატიანი – საპატიო სიგელი.

გუნდის ლიდერი გახლავთ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი, თანალიდერი - ოლიმპიადის ყოფილი მონაწილე ლუკა მაჭარაშვილი, ხოლო ობზერვერი, Global Talent Fund-ის წარმომადგენელი ზურა აბრამიშვილი.

ტურნირი 2 ტურად ჩატარდა, 4.5 საათში მოსწავლეებს უნდა ამოეხსნათ თითო ამოცანა ალგებრიდან, გეომეტრიიდან, კომბინატორიკიდან და რიცხვთა თეორიიდან.

საქართველოს გუნდმა ჯამურად მე-5 ადგილი დაიკავა (იხ.https://emo2026.lt/ ოფიციალური ვებგვერდი), რაც საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ოლიმპიადაზე 21 ქვეყნის 23 გუნდი გახლდათ წარმოდგენილი, ჯამში 138 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

ოლიმპიადაზე ნაკრები გუნდის მონაწილეობის ინიციატორი იყო ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა. გუნდი შეირჩა ეროვნული ოლიმპიადებისა და დამატებითი ტურების საფუძველზე.

მოსწავლეებისა და გუნდის ლიდერს ოლიმპიდაზე მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსდა, ასევე თანადამფინანსებელი იყო ააიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი.

მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადები (IMO) 1959 წლიდან ტარდება, 1993 წლიდან მასში საქართველოც მონაწილეობს და საკმაო წარმატებითაც. ჯამურად 33 გამოსვლა - 6 ოქრო, 23 ვერცხლი და 83 ბრინჯაოს მედალი 59 საპატიო სიგელთან (Honorable mentions) ერთად“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • 2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაშიBM.GE
  • ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის - ვახტანგ ცინცაძერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია

ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია

იმედი

გიორგი სოსიაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ეს ქალბატონი პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს და პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

იმედი

ლევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში