მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა

იმედი|imedinews.ge

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, სახელმწიო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები და გარემოებები.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე.

მომდევნო სხდომა 15 ივლისს ჩაინიშნა.

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არა დიდი ოდენობით თანხა, არამედ, ორი თვის ხელფასი ამოიღეს.

„ვერცერთი მტკიცებულება ვერ არის წარმოდგენილი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ლევან ახობაძის ბრალეულობაზე. რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ამ ქვეყანას ემსახურება?

ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. არანაირი დიდი ოდენობის თანხა არ არის ამოღებული, 2 თვის ხელფასის ოდენობის თანხაზეა საუბარი“, - აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილემ, 250 ათასი ლარი, მოქალაქისგან ქრთამის სახით და შუამავლების დახმარებით აიღო. ახობაძემ დაჯარიმებულ მეწარმეს თავდაპირველად 500 ათასი ლარი მოსთხოვა, ლილუაშვილის ჩარევის შედეგად კი თანხა განახევრდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • „შეურაცხმყოფელი ბანერისთვის“ დაკავებულ აქტივისტს, ია მელითაურს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • "ვაკის პარკის" საქმეზე დაკავებული "გრინსერვისის" დირექტორი ვადაზე ადრე გაათავისუფლესBM.GE
  • "ქურდული გარჩევების" საქმე - ცაგერის საკრებულოს დეპუტატს და სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათტვ პირველი
დაკავებული →პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი