მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულს შეუერთდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულს შეუერთდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულს შეუერთდა

იმედი|imedinews.ge

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ და KIU-სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ გახსნეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და საჯარო სერვისების მისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

სტუმრებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა; გონივრული მისადაგების პრინციპი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობა და სხვა. შეხვედრა მიზნად ისახავდა შშმ პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საჯარო სერვისებისა და იმ პოლიტიკის გაცნობას, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს.

საჯარო ლექციას უძღვებოდნენ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ იურიდიული ტრენინგების დეპარტამენტის უფროსი ნუცა ქაშაკაშვილი და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტი მარიკო კობახიძე. შეხვედრა შშმ პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი, იუსტიციის სამინისტროს მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა - საგანმანათლებლო და საცხოვრებელი სივრცეები, სრულად ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. კამპუსი ითვალისწინებს ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესში სრულფასოვან მონაწილეობას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქუთაისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში კაცი დაიხრჩოფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
ქუთაისის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი