მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისში მასშტაბური ურბანული და სარეკრეაციო პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ქუთაისში მასშტაბური ურბანული და სარეკრეაციო პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ქუთაისში მასშტაბური ურბანული და სარეკრეაციო პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, ქუთაისის მერთან დავით ერემაიშვილთან ერთად, ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია და აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობა. ამასთან, პროექტირების ეტაპზეა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 ჰექტარზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის მოწყობა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია მოიცავს ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობას, საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, მცირე არქიტექტურული ელემენტების განთავსებასა და განათების სისტემის განახლებას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები. განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.

აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარი თანამედროვე ურბანულ სივრცედ ჩამოყალიბდება. ის მოიცავს რეკრეაციულ ზონებს, გამწვანებასა და მოსახლეობის დასვენებისთვის ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ურბანულ გარემოს და ქუთაისს კიდევ ერთ მიმზიდველ საზოგადოებრივ სივრცეს შესძენს.

ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მრავალფუნქციური პარკი ეკოლოგიურად მდგრად და მრავალფუნქციურ სარეკრეაციო სივრცედ განვითარდება. პროექტი სრულად იქნება ადაპტირებული ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქუთაისის სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქუთაისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში კაცი დაიხრჩოფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
ქუთაისის →მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი