მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რამსარის კონვენციის სამდივნოსთან შეხვედრაზე საქართველომ გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი წარადგინა
რამსარის კონვენციის სამდივნოსთან შეხვედრაზე საქართველომ გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი წარადგინა

რამსარის კონვენციის სამდივნოსთან შეხვედრაზე საქართველომ გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი წარადგინა

იმედი|imedinews.ge

შვეიცარიის ქალაქ გლანდში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის (რამსარის კონვენცია) სამდივნოსა და საქართველოს დელეგაციას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ რამსარის კონვენციის გენერალური მდივანი, დოქტორი მუსონდა მუმბა, რამსარის კონვენციის ევროპის რეგიონის უფროსი მრჩეველი ფლორ ლაფაიე დე მიშო, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიკა გიორგაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კონვენციის სამდივნოს წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და განსაზღვრეს სამომავლო პრიორიტეტები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მტკიცე ერთგულება ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და მათი მდგრადი მართვის მიმართ.

ხაზი გაესვა საქართველოს მიერ დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ასევე წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.

გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის შემუშავების, ასევე წყლის რესურსების მართვისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიმართულებით და გამოხატა ქვეყნისთვის მხარდაჭერის მზაობა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს კოლხეთის ეროვნული პარკის ფარგლებში არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებული საკითხი. საქართველოს მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, კონსტრუქციული დიალოგისა და რამსარის კონვენციის სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს კოლხეთის ეროვნული პარკის ფარგლებში არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებული საკითხის ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე დაცვის მექანიზმები სიწმინდეებთან, ტრადიციებთან დაკავშირებით, მით უფრო დაცული იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი - გურამ მაჭარაშვილირუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ