მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ
რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ

რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ

იმედი|imedinews.ge

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის ,იდენტიფიკაციის (ჩიპირება) და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებებს, ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება, როგორც სტაციონარულ, ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურები, სტანდარტების სრული დაცვით და სტერილური პირობებში ჩატარდეს.

რეგიონებში ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი ადგილზე გაეცნო და აღნიშნა რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს და ეფექტიანად მიმდინარეობს.

„აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“ -აღნიშნა ალექსანდრე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ღონისძიებების ჩატარების განრიგი წინასწარ ქვეყნდება ფეისბუკ-პლატფორმაზე.

ასევე ცხოველების მეპატრონეებს და დაინტერესებულმა პირებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იმედი

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის

იმედი

ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს

ლევან მახაშვილი: ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები