მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: გერმანიის კანცლერი ევროკავშირს სთავაზობს უკრაინას ასოცირებული წევრის სტატუსი მიანიჭოს
Reuters: გერმანიის კანცლერი ევროკავშირს სთავაზობს უკრაინას ასოცირებული წევრის სტატუსი მიანიჭოს

Reuters: გერმანიის კანცლერი ევროკავშირს სთავაზობს უკრაინას ასოცირებული წევრის სტატუსი მიანიჭოს

იმედი|imedinews.ge

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას წერილი მისწერა, რომელშიც სთავაზობს მათ უკრაინას ასოცირებული წევრის სტატუსი მიანიჭონ, რაც სრულყოფილ წევრობამდე შუალედური ნაბიჯი იქნებოდა და რუსეთის მიერ დაწყებულ ომს დაასრულებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მერცის გეგმის თანახმად, ასოცირებული წევრობა უკრაინას ევროკავშირის სამიტებში მონაწილეობის უფლებას მისცემდა. თუმცა კიევს ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება არ ექნებოდა.

მერცი აგრეთვე სთავაზობს ევროკავშირის წევრებს უკრაინასთან მიმართებით აიღონ „პოლიტიკური ვალდებულება“ და ბლოკის ურთიერთდახმარების მუხლი აამოქმედონ, რაც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემდა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ის მთელ ტერიტორიაზე კონტროლს ვერ დაიბრუნებს და ნატოშიც ვერ შევა.

თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, ევროპელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ უახლოეს წლებში უკრაინის სრულყოფილი გაწევრიანება ევროკავშირში არარეალურია, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა კიევის გაწევრიანებას ევროკავშირში 2027 წლამდე გულისხმობს.

მერცის წინადადება ერთგვარი ოქროს შუალედის მოძებნის მცდელობას წარმოადგენს, წერს სააგენტო.

„ჩემი წინადადება უკრაინაში არსებულ განსაკუთრებულ ვითარებას ასახავს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ომში იმყოფება. ის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეამსუბუქებს“, - აღნიშნავს მერცი წერილში და ამბობს, რომ მისი წინადადება საჭიროა „არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →წევრი →

მსგავსი სტატიები

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით