მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის ესკალაციისთვის ემზადება, მიუხედავად ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისა
Reuters: პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის ესკალაციისთვის ემზადება, მიუხედავად ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისა

Reuters: პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის ესკალაციისთვის ემზადება, მიუხედავად ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისა

იმედი|imedinews.ge

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მოწოდებებს უარყოფს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კრემლთან დაახლოებულმა სამმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე განხორციელებულმა დრონებით თავდასხმებმა კიდევ უფრო გაამყარა პუტინის გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე ბრძოლა გააგრძელოს.

ანონიმურობის დაცვის პირობით Reuters-თან საუბრისას ორმა წყარომ განაცხადა, რომ პუტინი, დიდი ალბათობით, კონფლიქტის ესკალაციის გზას აირჩევს, რომელიც უკვე მეხუთე წელს გრძელდება. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც პრეზიდენტს რეგულარულად ხვდება, უახლოეს თვეებში ესკალაციის „მაღალ ალბათობაზე“ ისაუბრა.

ეს განცხადებები მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს თქვა, რომ პუტინს ომის დასრულება სურს და კონფლიქტის მოგვარება „უფრო ახლოსაა, ვიდრე ბევრს ჰგონია“. გასულ კვირას ტრამპმა სატელეფონო საუბრები გამართა როგორც პუტინთან, ისე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ოთხშაბათს კი ის ზელენსკის ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ განიხილეს „იდეები, რომლებიც მშვიდობის მოახლოებას შეუწყობს ხელს“.

პუტინთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „თავის პოზიციაზე მყარად დგას“ და მიზნად უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონის სრულად დაკავებას ისახავს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს რუსეთის წინსვლის ტემპი შენელდა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, პუტინმა ცოტა ხნის წინ მკაცრად გააკრიტიკა მრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც კომპრომისის სახით არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. მეორე წყაროს თქმით, პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში დონბასზე სრულ კონტროლს დაამყარებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"BM.GE
  • უკრაინამ ეისკის ნავთობჩამტვირთავ კომპლექსს დაარტყაფორმულა
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
უკრაინის →ომის →

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

იმედი

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

იმედი

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი