მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: სირიამ აშშ-ს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს მკვეთრად შეამცირებს
Reuters: სირიამ აშშ-ს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს მკვეთრად შეამცირებს

Reuters: სირიამ აშშ-ს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს მკვეთრად შეამცირებს

იმედი|imedinews.ge

დამასკო მზად არის რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამციროს. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ სირიის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს იმ მოლაპარაკებების ფარგლებში აცნობა, რომელიც ქვეყნისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ბოლო მნიშვნელოვანი სანქციური სტატუსის მოხსნას ეხება.

რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება სირიის ენერგეტიკულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს, რადგან დასავლეთისკენ პოლიტიკური კურსის შეცვლის მიუხედავად, ქვეყანა კვლავ ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე. ამასთან, ჩნდება კითხვა, როგორ შეავსებს დამასკო იმ დეფიციტს, რომელიც რუსული მიწოდების შემცირებით წარმოიქმნება, წერს სააგენტო.

ექსპერტების შეფასებით, ეს ასევე შეიძლება გახდეს შეერთებული შტატების ახალი ბერკეტი, რათა სირიაში რუსეთის ეკონომიკურ გავლენაზე ზეწოლა გააძლიეროს.

წყაროების ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში სირიის მაღალჩინოსნები ამერიკელ კოლეგებს ეუბნებოდნენ, რომ მზად იყვნენ რუსული ნავთობის იმპორტი შეემცირებინათ. ეს განხილვები იმ პროცესის ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონი განიხილავს სირიის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოღებას.

სირიულმა წყარომ, რომელიც მოლაპარაკებების დეტალებს უშუალოდ იცნობს, ასევე ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და კიდევ ერთმა ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადეს, რომ შეერთებულ შტატებს სანქციური სტატუსის მოხსნის წინაპირობად იმპორტის შემცირება ოფიციალურად არ დაუსახელებია.

სირიის მზადყოფნის შესახებ, შეემცირებინა რუსული ნავთობის იმპორტი, აქამდე საჯაროდ ცნობილი არ ყოფილა.

არაბული თანამედროვე კვლევების ცენტრის სირიელმა ანალიტიკოსმა ნავარ საბანმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის მოცულობის სწრაფად ჩანაცვლება საწვავის დეფიციტისა და იმპორტის გაძვირების რისკის გარეშე შეუძლებელია.

„დამასკოსთვის გრძელვადიანი შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, შესთავაზებს თუ არა ვაშინგტონი ამ ზეწოლასთან ერთად ალტერნატიულ ვარიანტებს“, - აღნიშნა მან.

საბანის შეფასებით, ვაშინგტონი სულ უფრო მეტად უტევს იმ ეკონომიკურ ქსელს, რომელიც სირიაში პოლიტიკური პოზიციების შესუსტების შემდეგაც რუსეთს გავლენის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიას მოუწოდებს, ქვეყნის აღდგენისა და რეკონსტრუქციის პროცესში ითანამშრომლოს სანდო კომპანიებთან, განსაკუთრებით ამერიკულ ფირმებთან, და ელოდება, რომ დამასკო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ აშშ-ის სანქციებს დაიცავს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა კი Reuters-ს განუცხადა, რომ სირიისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სტატუსის მოხსნასა და რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • რუსულმა სამხედრო ხომალდმა დანიის ვერტმფრენს სიგნალური რაკეტები ესროლაფორმულა
  • აშშ-მა ირანის დახმარებისთვის რუსულ VTB Bank-ს ახალი სანქციები დაუწესაBM.GE
  • პრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებსრუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

იმედი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

იმედი

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

იმედი