მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ტრამპის მკვეთრი კრიტიკა ევროპელი მოკავშირეების მისამართით აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ განხეთქილებას უფრო აღრმავებს
Reuters: ტრამპის მკვეთრი კრიტიკა ევროპელი მოკავშირეების მისამართით აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ განხეთქილებას უფრო აღრმავებს

Reuters: ტრამპის მკვეთრი კრიტიკა ევროპელი მოკავშირეების მისამართით აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ განხეთქილებას უფრო აღრმავებს

იმედი|imedinews.ge

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკანასკნელ კვირებში განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის მიზეზი ვერ იქნებოდა მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ევროპა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან არსებული რთული ურთიერთობების დაძლევას შეძლებდა.

ცნობილია, რომ მიმდინარე კვირას ამერიკის პრეზიდენტი ირანთან ომის კრიტიკის გამო გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს დაუპირისპირდა. ტრამპმა მერცს „აბსოლუტურად არაეფექტური“ უწოდა. მოგვიანებით პენტაგონში განაცხადეს, რომ 36 400-იან ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს 5 ათასი ჯარისკაცით შეამცირებენ, აგრეთვე გაზრდიან გადასახადებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე. აღნიშნული ნაბიჯი ძლიერ დაარტყამს გერმანიას, წერს გამოცემა.

გარდა ამისა, ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ „ის არ არის უინსტონ ჩერჩილი“. ტრამპი სტარმერს დაემუქრა, რომ დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას „დიდ ტარიფებს“ დაუწესებს.

„ტრამპის თავდაცვის დეპარტამენტი ნატოს მოკავშირეების, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ოპერაციას ირანში მხარს არ უჭერენ, დასჯის იდეით გამოვიდა. კერძოდ, საუბარია ნატოში ესპანეთის წევრობის შეჩერებაზე და აშშ-ის მიერ ფოლკლენდის კუნძულებზე დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვაზე“, - წერს გამოცემა.

ამის ფონზე, ერთ-ერთმა ევროპელმა დეპუტატმა გამოცემას განუცხადა: „რბილად რომ ვთქვათ, ეს ნერვების მომშლელია. ჩვენ ნებისმიერ დროს ყველაფრისთვის მზად ვართ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →ევროპის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი