მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ვენსსა და რუბიოს ირანთან და ისრაელთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ
Reuters: ვენსსა და რუბიოს ირანთან და ისრაელთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ

Reuters: ვენსსა და რუბიოს ირანთან და ისრაელთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ირანის საკითხზე ერთიანი პოზიცია წარმოაჩინოს, თუმცა უკანასკნელი კვირის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებები, განსაკუთრებით ისრაელთან დაკავშირებით, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას, თეთრ სახლში გამოსვლისას, ჯეი დი ვენსმა ისრაელის იმ წარმომადგენლებს უპასუხა, რომლებიც აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას აკრიტიკებდნენ. მისი თქმით, ბეირუთში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ისრაელის ავიაიერიშები, რომლებიც დაჯგუფება „ჰეზბოლას“ დასუსტებას ისახავდა მიზნად, აშშ-ის მიერ წარმართულ სამშვიდობო ძალისხმევას აზიანებს.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი, რომელიც ამ კვირაში სპარსეთის ყურის ქვეყნებს სტუმრობდა, ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაცია დაიცვა და არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს „ჰეზბოლას“ თავდასხმებზე გამართლებული პასუხი იყო. როდესაც ჟურნალისტებმა ვენსის კრიტიკის შესახებ ჰკითხეს, რუბიომ პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და ყურადღება იმ თავდასხმაზე გაამახვილა, რომელიც ლიბანში მოქმედმა დაჯგუფებამ კვირის დასაწყისში ისრაელის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე განახორციელა.

აღნიშნულმა განსხვავებულმა განცხადებებმა აჩვენა, რომ ადმინისტრაციის მიერ დეკლარირებული ერთიანობის მიუხედავად, საგარეო პოლიტიკის საკითხებში განსხვავებული ხედვები კვლავ იჩენს თავს. ეს დამატებით გამოწვევას ქმნის თეთრი სახლისთვის, რომლის პოლიტიკური კოალიცია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თავადაც გაყოფილია.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს, შესაძლოა, „რესპუბლიკური“ პარტიის მომავლის ერთგვარი წინასწარი სურათიც იყოს, რადგან როგორც მარკო რუბიო, ისე ჯეი დი ვენსი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატებად განიხილებიან.

Reuters-ის ინფორმაციით, უკანასკნელი კვირის განმავლობაში ორივე მაღალჩინოსანი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, სადაც 17 ივნისს ვაშინგტონსა და თეირანს შორის გაფორმებული წინასწარი სამშვიდობო შეთანხმების დაცვას ცდილობდნენ.

ვენსი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ირანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას მან მოლაპარაკებების მიმდინარეობა ოპტიმისტურად შეაფასა. ასევე, ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებს შეუძლიათ, ირანის რეკონსტრუქციის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღონ.

ამავე დროს, რუბიომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითსა და ბაჰრეინში ვიზიტებისას რეგიონულ მოკავშირეებს დაარწმუნა, რომ მათი ინტერესები დაცული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, აშშ-სა და ირანს შორის შუალედური შეთანხმება თეირანის მიმართ ზედმეტად რბილია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი