მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარისხის კონტროლის თანამედროვე ლაბორატორიას ქმნის
რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარისხის კონტროლის თანამედროვე ლაბორატორიას ქმნის

რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარისხის კონტროლის თანამედროვე ლაბორატორიას ქმნის

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური ლაბორატორია, რომელიც სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს. ინიციატივა ეფუძნება იმ საჭიროებას, რომ ქვეყანაში ხარისხის შეფასებისთვის არსებობდეს შესაბამისი ინსტრუმენტული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდში, მსგავსი სრულფასოვანი ტექნიკური საშუალებები არ არსებობდა, რაც თანამედროვე, ციფრულ ეპოქაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. სამინისტრო უკვე აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და უახლოეს პერიოდში საქართველოში ფუნქციონირებას დაიწყებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაბორატორია.

ახალი ლაბორატორია უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების ყველა ძირითადი კომპონენტის ხარისხის კონტროლს — მათ შორის საგზაო და სამოქალაქო მშენებლობას, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს, სამშენებლო მასალებსა და სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს.

რავაზ სოხაძემ ისაუბრა პროექტების შესრულების ხარისხზეც და აღნიშნა, რომ პროექტების ხარისხი არ არის დამოკიდებული მხოლოდ კომპანიის წარმომავლობაზე. ქართული კომპანიებიც ასრულებენ სამუშაოებს მაღალი და სამინისტროს მიზანია, ასეთი კომპანიების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამასთან, საერთაშორისო კომპანიების ჩართულობა ავტომატურად არ ნიშნავს მაღალი ხარისხის გარანტიას.

მისივე თქმით, სამინისტროს მთავარი პრინციპია, რომ როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო კომპანიებმა სრულად დაიცვან საქართველოში მოქმედი სტანდარტები და პატივი სცენ ქვეყნის მოთხოვნებს.

„არავის მიეცემა შესაძლებლობა იფიქროს, რომ საქართველოში შესაძლებელია დაბალი ხარისხის სამუშაოების შესრულება და ეს დარჩება რეაგირების გარეშე,“ - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განცხადებით ხარისხის საკითხში უწყება იქნება მაქსიმალურად პრინციპული და შეურიგებელი, რათა ქვეყნის მასშტაბით ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ