მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკ პეტრო: თუ ნატო დაიშლება, ევროპა იძულებული იქნება, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შექმნას. ნატოს დაშლით გამოწვეული შოკი შესაძლოა, ერთგვარი მარგებელი ჭირი გამოდგეს და ევროპა გამოფხიზლდეს
როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკ პეტრო: თუ ნატო დაიშლება, ევროპა იძულებული იქნება, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შექმნას. ნატოს დაშლით გამოწვეული შოკი შესაძლოა, ერთგვარი მარგებელი ჭირი გამოდგეს და ევროპა გამოფხიზლდეს

იმედი|imedinews.ge

გადაცემაში „თბილისის დროით“ როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკ პეტრომ ნატოს მომავალსა და ალიანსის დაშლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის, ბრიტანელი დიპლომატის, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტის, იან პრაუდის კითხვაზე, თუ ნატო დაიშლება, როგორ გავლენას მოახდენს ეს ევროპულ უსაფრთხოებაზე, ნიკ პეტრომ განაცხადა, რომ მისი ვარაუდით ნატო მალე არ დაიშლება.

„მაგრამ ბოლო დროს ხშირად განვიხილავთ ამ საკითხს. თუ ნატო დაიშლება, ევროპა იძულებული იქნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შექმნას. ნატოს დაშლით გამოწვეული შოკი შესაძლოა ერთგვარი მარგებელი ჭირი გამოდგეს და ევროპა გამოფხიზლდეს“, - განაცხადა ნიკ პეტრომ.

იგი დაეთანხმა იან პრაუდის ვარაუდს, რომ შესაძლოა, ევროკავშირი ნატოდ გადაიქცეს.

საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საუკეთესო გარანტად კი როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა „აზრიანი, ქართული ნეიტრალიტეტი“ დაასახელა.

„ნეიტრალიტეტის დოქტრინა - საქართველოს კონკრეტული მახასიათებლების - გეოგრაფიის, ისტორიის გათვალისწინებით. ეს ერთი მდგენელია. ეს უნდა იქნეს შეზავებული შვეიცარიული სახის დეცენტრალიზებულ ეროვნულ თავდაცვით სისტემასთან, ეს ეფექტიანი მოდელია. ასევე, უმნიშვნელოვანესია ეროვნული პატრიოტული ხედვა, განსხვავებული აზრის პატივისცემით, კომპრომისით და შერიგებით გაჯერებული პატრიოტიზმი. ნებისმიერი ერი, რომელიც გულით ასეთ პატრიოტულ სულისკვეთებას ატარებს, დაუმარცხებელია,“ - განაცხადა ნიკ პეტრომ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →შექმნა →

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი