მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუბიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან, ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ - ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მათთან უფრო მეგობრული და მარტივი გასაგრძელებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება
რუბიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან, ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ - ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მათთან უფრო მეგობრული და მარტივი გასაგრძელებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება

იმედი|imedinews.ge

სულ მცირე, ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან - ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნას კითხვაზე - მინდა გკითხოთ, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, სულ ახლახან, რუსეთის დუმის წევრები აქ ჩამოვიდნენ კონგრესის წევრებთან შესახვედრად. რა არის საბოლოო შედეგი, როდესაც კონგრესი ვერ ახერხებს დიალოგის წამოწყებას და კომუნიკაციის შენარჩუნებას ისეთ სხვა ზესახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია? - რუბიომ უპასუხა:

ვფიქრობ, აქ ორი საკითხია განსახილველი. ერთი არის უკრაინის ომი, რომლის დასრულებაც მოლაპარაკებების გზით, შეთანხმებით გვსურს. და ამისგან დამოუკიდებლად არსებობს ორმხრივი ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც ფლობს - თუ არა ყველაზე დიდს - სიდიდით მეორე ბირთვულ არსენალს მსოფლიოში. სულ მცირე, ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან. ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ, სწორედ იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ახლახან აღვნიშნე. მე თავად არაერთი საუბარი მქონია საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლავროვთან. ეს აუცილებელია, რადგან ეს მნიშვნელოვანია. იგივე ეხება ჩინეთსაც. ჩვენ მათთან კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის საკითხები, რომლებსაც უკრაინასთან საერთო არაფერი აქვს. ახლა, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მათთან უფრო მეგობრული და მარტივი გასაგრძელებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება და ეს პოზიცია ამ შეხვედრაზეც დავაფიქსირეთ. მაგრამ, ვფიქრობ, რაც ვისწავლეთ და რაც ნამდვილად დაგვიდასტურდა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, არის ის, რომ ბევრად სჯობს მეორე მხარეს გყავდეს ვინმე, ვისაც დაელაპარაკები, ვიდრე არა. და ეს არის პრეზიდენტი, რომელიც მზადაა შეხვდეს და დაელაპარაკოს ნებისმიერს. ის მოლაპარაკებებს და უცხოელ კოლეგასთან ურთიერთობას არ აღიქვამს დათმობად, როგორც ამას ტრადიციულად წარსულში უყურებდნენ. ზოგჯერ ამას რაღაც შედეგამდე მივყავართ, ზოგჯერ - არაფრამდე, მაგრამ ხანდახან კომუნიკაციის ეს საშუალება წარმოუდგენლად ღირებული აღმოჩნდება ხოლმე პოტენციური კონფლიქტის ან კრიზისის დროს.
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი