მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერობის ახალი კანდიდატი დაასახელა
რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერობის ახალი კანდიდატი დაასახელა

რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერობის ახალი კანდიდატი დაასახელა

იმედი|imedinews.ge

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე „ნაციონალურ-ლიბერალური პარტიის“ წევრი, ადრიან ვეშტია წარადგინა. მან ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც წინა კანდიდატმა, ეუდჟენ ტომაკმა მანდატზე უარი თქვა. ის ტექნოკრატების მთავრობის ჩამოყალიბებას ცდილობდა, თუმცა პარლამენტში შემავალი პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

„ეუდჟენ ტომაკმა დღეს დილით თავისი მანდატი უკან გაითხოვა, რის გამოც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ადრიან ვეშტიას კანდიდატურას წარვადგენ. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორია“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

დანმა წინა კანდიდატს მთავრობის მეთაურობისთვის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ვეშტია სამთავრობო კრიზისის დასრულებას შეძლებს.

საპარლამენტო პარტიებმა მანამდე განაცხადეს, რომ უმცირესობის მთავრობა „უკეთესი“ ვარიანტი იქნებოდა, ვიდრე ტექნოკრატების კაბინეტი.

ახლა წარდგენილ პრემიერ-მინისტრს 10 დღე აქვს იმისათვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს და პარლამენტისგან ნდობის ვოტუმი მიიღოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ