მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუმინეთის საგარეო უწყებამ საჰაერო სივრცეში რუსული დრონის შეჭრის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა
რუმინეთის საგარეო უწყებამ საჰაერო სივრცეში რუსული დრონის შეჭრის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

რუმინეთის საგარეო უწყებამ საჰაერო სივრცეში რუსული დრონის შეჭრის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა

იმედი|imedinews.ge

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოუმ განაცხადა, რომ რუსული დრონის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მან საგარეო უწყებაში რუსეთის ფედერაციის ელჩი დაიბარა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

„დღეს დღის მეორე ნახევარში საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი დავიბარე. მას აცნობებენ იმ ზომების შესახებ, რომლებსაც რუმინეთი მიმართავს დიპლომატიურ დონეზე აღნიშნული ინციდენტის საპასუხოდ“, - განაცხადა ცოუმ.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუმინეთმა ინციდენტთან დაკავშირებით ევროპელ მოკავშირეებს უკვე აცნობა და მათგან სოლიდარობა მიიღო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მარტო გაუმკლავდეს ასეთ რისკებს. მათ საჭირო გაბედულებით ვუპასუხებთ“, - დასძინა რუმინეთის პირველმა დიპლომატმა.

ცნობისთვის, გვიან ღამით რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საჰაერო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა - აშშ-მა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელარუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
  • რუსეთის საზღვართან დრონების საფრთხის გამო ფინეთი საჰაერო სივრცეს კეტავს და საზღვაო მიმოსვლას ზღუდავსBM.GE
საჰაერო →რუსეთის →რუსული →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი