მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა განახორციელა
რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა განახორციელა

რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა განახორციელა

იმედი|imedinews.ge

რუსეთის ფედერაციის არმიამ კიევზე რაკეტებითა და დრონებით მასირებული დარტყმა განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 1 ადამიანი, 21 კი დაშავდა, - განაცხადა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. სულ მცირე 13 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთელი ქალაქის მასშტაბით 40-ზე მეტი ობიექტი დაზიანდა, მათ შორის რამდენიმე მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლი. გაჩნდა რამდენიმე ხანძარი. მეტროსადგურ „ლუკიანოვსკაიასთან“ მდებარე სავაჭრო ცენტრი „კვადრატი“ მთლიანად დაიწვა.

ადგილობრივი მედიის ვარაუდით, რუსეთმა კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბელაია ცერკოვზე ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ მიიტანა იერიში. უკრაინის ან რუსეთის ხელისუფლებას რაკეტის გამოყენება ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა რამდენიმე რაკურსიდან გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს „ორეშნიკისთვის“ დამახასიათებელი რაკეტის საბრძოლო ბლოკების განცალკევება და ძლიერი აფეთქებები. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ომის დაწყებიდან ეს „ორეშნიკის“ გამოყენების მესამე დაფიქსირებული შემთხვევა იქნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენრუსთავი 2
  • ამერიკელი დელეგატები კრემლში შეხვედრის შემდეგ კიევში მოლაპარაკებებს მართავენფორმულა
  • სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერიმა კიევი დატოვესტვ პირველი
  • რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?BM.GE
კიევში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი