მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ძველი რუსთავის განახლების მასშტაბური პროექტი, 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და სოციალური პროგრამები განიხილეს
რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ძველი რუსთავის განახლების მასშტაბური პროექტი, 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და სოციალური პროგრამები განიხილეს

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ძველი რუსთავის განახლების მასშტაბური პროექტი, 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და სოციალური პროგრამები განიხილეს

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი მიულოცა და განცხადება გააკეთა.

„სიმბოლურია, რომ სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის ლოცვა - კურთხევით კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ქვეყანა. მინდა ყურადღება გავამახვილო ძველი რუსთავის განახლების მასშტაბურ პროექტზე. მოგეხსენებათ, აქტიურ ეტაპზე გადავიდა პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

პროექტის ფარგლებში უპრეცედენტო რაოდენობის, 100-მდე საცხოვრებელი სახლი ავთენტურობის დაცვით განახლდება. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებლობები, დაწყებულია კულტურული მნიშვნელობის სივრცეების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესებიც. წარმატებით სრულდება სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ და მიხარია, რომ ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან. მადლობა მათ პროექტში მონაწილეობისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საკრებულოს თითოეულ დეპუტატს და აპარატს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა სხდომაზე მამუკა რეხვიაშვილმა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს. დამტკიცდა რუსთავის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა. თანხმობა მიეცათ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. დამტკიცდა დეველოპერული კომპანიის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და ცვლილებები სოციალურ პროგრამებში.

საკითხები დეპუტატებს მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა გააცნეს.

სხდომას სტუდენტური სტაჟირების პროგრამის „წარმოადგინე შენი ქალაქი“ მონაწილეები დაესწრნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • ელექტროენერგიის გათიშვები შესაძლოა, გენერაციის მასშტაბურ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს - მერაბ ლომინაძეBM.GE
  • ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რეკორდულ სიცხესთან ერთად მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიანრუსთავი 2
  • სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდანეტგაზეთი
  • სემეკი: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყოფორმულა
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი