მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან სახლს შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი
რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან სახლს შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი

რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან სახლს შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი

იმედი|imedinews.ge

რუსული დრონი გვიან ღამით რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი გალაცი უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონს ესაზღვრება. სავარაუდოდ, რუსებმა დრონი უკრაინის დასაბომბად გაუშვეს, თუმცა მან კურსი შეიცვალა და რუმინეთში შეიჭრა.

„29 მაისის ღამეს რუსეთის ფედერაციამ რუმინეთის საზღვართან ახლოს განლაგებული უკრაინის ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა უპილოტო საფრენი აპარატებით განაახლა. უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. მას რადარები გალაცის მუნიციპალიტეტის სამხრეთ საზღვრამდე თვალყურს ადევნებდნენ. ის საცხოვრებელი სახლის სახურავს შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა“, - აღნიშნულია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუმინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ორ ადამიანს პანიკური შეტევა დაემართა. 70 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავესBM.GE
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ საბჭოთა რუსული ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნატვ პირველი
  • პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-იაფორმულა
  • ევროკავშირმა “თელასის” საბოლოო მფლობელი რუსული კომპანია დაასანქცირანეტგაზეთი
რუსული →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი