მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი აცხადებს, რომ ანდრეი ერმაკისთვის გირაოს ნაწილის გადახდის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს
სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი აცხადებს, რომ ანდრეი ერმაკისთვის გირაოს ნაწილის გადახდის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი აცხადებს, რომ ანდრეი ერმაკისთვის გირაოს ნაწილის გადახდის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

იმედი|imedinews.ge

უკრაინელი ჟურნალისტის, დარინა ჩიჟის განცხადებით, ის სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკისთვის გირაოთი განსაზღვრული თანხის ნაწილი გადაიხადა.

ჩიჟი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტოებს უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ.

„მკაფიოდ ვასხვავებ, სად არის სამართლიანობა და სადაა მისი სახელით შენიღბული ანგარიშსწორება. ამიტომ დღეს შემაქვს გირაო ანდრეი ერმაკისთვის. ეჭვი არ მეპარება, სააკაშვილი თავისუფალი რომ ყოფილიყო, ის ზუსტად ასევე მოიქცეოდა“, - წერს ჩიჟი.

ამის შემდეგ კი, აქვეყნებს პოსტს სადაც წერს: „ერმაკი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ, მე უკვე კი“.

აღსანიშნავია, რომ დარინა ჩიჟი ტელეარხებზე “1+1” და “СТБ”-ზე მუშაობდა და ასევე იყოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი უკრაინაში.

ცნობისთვის, 14 მაისს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ერმაკს კორუფციულ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პატიმრობის ვადა 60 დღით განსაზღვრა. თუმცა, ერმაკს აქვს უფლება 140 მილიონი გრივნის გირაოს გადახდის შემთხვევაში საპატიმრო დატოვოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს მას სამედიცინო გამოკვლევა - ლევან მაჭავარიანი სააკაშვილზერუსთავი 2
  • აჭარაში $20 500-ის მოცულობის ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ