მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული დანაშაულების ფაქტები გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული დანაშაულების ფაქტები გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული დანაშაულების ფაქტები გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.

ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

მეორე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა ა.ლ.-მ, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი გამოართვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ოპერატორმა ბ.ზ.-მ, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით-კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს - მერიაBM.GE
  • ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყორუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნაფორმულა
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
სამსახური →

მსგავსი სტატიები

გია აბაშიძე: ნაცასპიტების ანტიქართული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ მაშინ ჩანს, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანითა და, როგორც თავად აცხადებენ, ყარაბაღის „ჩაბარების“ პოლიტიკით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ეს არის ღია მინიშნება და გზავნილი ქართველი საზოგადოებისთვის, თუ რას უმზადებენ ისინი ჩვენს ქვეყანას- ტერიტორიების უსიტყვო დათმობას და მტრის წინაშე მუხლებზე დაჩოქებას

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს ამზადებს

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს ამზადებს

იმედი

​ლიხტენშტაინმა მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან ტახტის დაკავება ქალებსაც შეეძლებათ

​ლიხტენშტაინმა მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან ტახტის დაკავება ქალებსაც შეეძლებათ

იმედი

დავით ჩიხელიძე: რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს სურთ, აფხაზეთი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ეს არ მოხდება! პირიქით, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ეროვნული ამოცანაა