მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები. ხაზი გაესვა მზარდი გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო 2026 წლის სექტემბერში ბაქოში დაგეგმილ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად, მისი მოადგილეები - თამაზ ბორაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი