მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მოტოციკლს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • POG: გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა - მათგან 55 რეალიზატორიაBM.GE
  • 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა - პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ინდოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავარუსთავი 2
  • ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობსტვ პირველი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

იმედი

აშშ-ის ელჩმა ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა

აშშ-ის ელჩმა ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა

იმედი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანს ჯერ არ გადაუწყვეტია, განაახლოს თუ არა მოლაპარაკებები აშშ-თან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანს ჯერ არ გადაუწყვეტია, განაახლოს თუ არა მოლაპარაკებები აშშ-თან

იმედი

სომხური მედია: სომხეთის დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა წვიმამ ერევნის ქუჩებში მოძრაობა შეაფერხა

სომხური მედია: სომხეთის დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა წვიმამ ერევნის ქუჩებში მოძრაობა შეაფერხა

იმედი