მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა

იმედი|imedinews.ge

სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ერთ-ერთი დაკავებულის, ალექსი ბახალოვის ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

„გამოძიების ეტაპზე მან მისცა ჩვენება, რომ ეკიპაჟთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიციის მიერ დახმარების მიზნით სავარაუდო დამნაშავის დაკავების გამო. ის მივიდა შემთხვევის ადგილზე და ვიდეომასალაშიც არის - ის აწვდის ხელბორკილს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, ე.ი. ეს ადამიანი მივიდა თავისი მოვალეობის შესრულებისთვის. რა წინაპირობები არსებობდა, როგორ განვითარდა მოვლენები მის მისვლამდე, ამ ადამიანმა ბუნებრივია, არ იცოდა და არც არავის განუმარტავს”, - აღნიშნა ადვოკატმა.

პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით კი, საქმეზე მყისიერად ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

„მხილებული და დაკავებულია 6 პირი, მათ წარედგინათ ბრალდებები შესაბამისი მუხლებით. რაც შეეხება პირთა წრის შემდგომ გაზრდას, საქმეზე გამოძიება გრძელდება, პროკურატურის ვალდებულებაა, რომ საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება ჩაატაროს, ზუსტად ასეთს აქვს ადგილი. გამოკითხული ბრალდებულების ნაწილი აწვდის ინფორმაციას გამოძიებას, ნაწილი არ აწვდის, ეს მათი უფლებაა. რაც შეეხება მათთან ერთად მყოფ პირებს, ამ პირების ნაწილი ამ ეტაპისთვის გარკვეულია. თუმცა, ჩაიდინეს თუ არა დანაშაული იქ მყოფმა სხვა პირებმა, ეს გამოძიების დასადგენი საკითხია და გამოძიება ამ კუთხითაც გრძელდება. ამ ეტაპზე დადგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ეს პირები გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. ამას მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამით გადაამეტეს მათ თანამდებობრივ უფლებამოსილებას“, - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

მედიასთან კომენტარი დაზარალებულების ადვოკატმა რევაზ რევაზიშვილმაც გააკეთა.

„ამ პროცესის პარალელურად მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაზარალებულებად ცნობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანი იყო და ჩვენი მოთხოვნის არსებით ნაწილს წარმოადგენდა. ჩვენ არ გვაქვს იდეაფიქსი, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს ან შემცირდეს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, საქმის მასალებში ობიექტურად აისახოს ის გარემოებები და ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა და ეს ფაქტები სწორად იყოს მისადაგებული თითოეული პირის პასუხისმგებლობის საკითხთან. ჩვენ ამას მკაცრ კონტროლს გავუწევთ. თუ გამოიკვეთება, რომ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც არსებობს, ცხადია, ჩვენ ამ მოთხოვნას დავაყენებთ და გვჯერა, რომ ასეთი მოთხოვნის დაყენების აუცილებლობა არც იარსებებს, გამოძიება თვითონ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა რევაზ რევაზიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • „შეურაცხმყოფელი ბანერისთვის“ დაკავებულ აქტივისტს, ია მელითაურს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • "ვაკის პარკის" საქმეზე დაკავებული "გრინსერვისის" დირექტორი ვადაზე ადრე გაათავისუფლესBM.GE
  • "ქურდული გარჩევების" საქმე - ცაგერის საკრებულოს დეპუტატს და სხვა დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათტვ პირველი
დაკავებული →პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

იმედი

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი