მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მრავალმიზნობრივ საზღვაო სწავლებაში „Tomis 2026“ მონაწილეობდნენ
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მრავალმიზნობრივ საზღვაო სწავლებაში „Tomis 2026“ მონაწილეობდნენ

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მრავალმიზნობრივ საზღვაო სწავლებაში „Tomis 2026“ მონაწილეობდნენ

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მრავალმიზნობრივ საზღვაო სწავლებაში „Tomis 2026“ მიიღეს მონაწილეობა.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საზღვაო სწავლება რუმინეთის შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, მრავალმიზნობრივი საზღვაო ოპერაციის - „Western Black Sea 2026“ ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი კი საზღვაო სფეროში ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება, ასევე, მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობების გაუმჯობესება წარმოადგენდა.

„Tomis 2026“ ერთობლივად იყო ორგანიზებული ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex), რუმინეთის შესაბამისი უწყებების, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოსა (EMSA) და ევროპის თევზჭერის კონტროლის სააგენტოს (EFCA) მიერ.

სწავლებაში მონაწილეობდნენ პარტნიორი სახელმწიფოების საზღვაო უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი ეროვნული უწყებების წარმომადგენლები და საზღვაო სფეროს ექსპერტები.

სწავლება მოიცავდა სამოქმედო სცენარებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც მონაწილე უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებებისა და ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას

იმედი

ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

იმედი

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

იმედი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს