
საფრანგეთში უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში პოლიციამ უფროსკლასელთა საყოველთაო საპროტესტო აქციების დროს 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციები პარიზის ღარიბ გარეუბნებში დაიწყო, რის შემდეგაც დედაქალაქი და სხვა ქალაქები მოიცვა. სულ აქციებს 1200-ზე მეტი სკოლის მოსწავლე შეუერთდა.
შეტაკებების დროს პოლიციამ ცალკეულ შემთხვევებში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მომიტინგეთა ნაწილმა სერიოზული დაზიანებები, მათ შორის თვალის ტრავმები და ტვინის შერყევა მიიღო, ზოგს კბილები აქვს ჩამტვრეული.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სიტუაციას „მიუღებელი ძალადობის ატმოსფერო“ უწოდა და დემონსტრანტებს წესრიგისკენ მოუწოდა.
სკოლის მოსწავლეები კლასობრივ უთანასწორობაზე, რასიზმსა და გარეუბნების განათლებაში არასაკმარის ინვესტიციებზე საუბრობენ. ისინი იმავე უფლებებს ითხოვენ, რაც ქვეყნის სხვა რეგიონების მოსწავლეებს აქვთ და ქუჩებში ლოზუნგით: „ჩვენი მისამართი ჩვენს მომავალს არ უნდა საზღვრავდეს“ გადიან.
2026 წლის 17 სექტემბერს რესურსების ნაკლებობისა და გადატვირთული კლასების გამო პარიზის გარეუბნებში, კერძოდ სენტ-ეგზიუპერის ლიცეუმში, სკოლების პირველი ბლოკირებები დაიწყო, ოქტომბრის დასაწყისში კი ლოკალური აქციები საყოველთაო გაფიცვაში გადაიზარდა. დემონსტრაციებმა მთელი საფრანგეთის მასშტაბით ათასზე მეტი სასწავლო დაწესებულება მოიცვა და მას პოლიციასთან სასტიკი შეტაკებები და ხანძრები მოჰყვა.
იმედი
წყარო: imedinews.ge