მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს დელეგაციამ ტაშკენტში მიგრაციის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს დელეგაციამ ტაშკენტში მიგრაციის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაციამ ტაშკენტში მიგრაციის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

ტაშკენტში საერთაშორისო მიგრაციის რიგით პირველი საერთაშორისო ფორუმი (TIMF) გაიმართა. ღონისძიებაში 50-ამდე ქვეყნის 600-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ფორუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტური ესწრებოდნენ.

ფორუმზე ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაფართოების, მიგრანტების უფლებების დაცვისა და მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს შრომითი მიგრანტების და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვასთან და მიგრაციის სფეროში სახელმწიფოებსა და დამსაქმებლებს შორის ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის შესახებ.

ღონისძიება უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული მიგრაციის სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გია ცაგარეიშვილი უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული მიგრაციის სააგენტოს დირექტორს - ბეხზოდ მუსაევს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი