მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ მოადგილეებთან ერთად, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით, სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვეს.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის თანამშრომლებს პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. როგორც გიორგი გვარაკიძემ ღონისძიებაზე განაცხადა, საქართველოს პროკურატურის პროკურორების და გამომძიებლების პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, თავდაუზოგავი შრომა, ცოდნა და გამოცდილება, საქართველოს მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„პროკურატურის თანამშრომლების საქმიანობა მხოლოდ პროფესია არ არის. ის არის ნდობა და ერთობა, ცხოვრების წესი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე თითოეულ ჩვენგანს აკისრია. სწორედ თქვენი პრინციპულობა, მიუკერძოებლობა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს მყარ საფუძველს და გამოგარჩევთ როგორც ძლიერ პროფესიულ გუნდს“ - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 65 თანამშრომელს, სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭა 7 თანამშრომელს. პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდნენ: ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს მრჩეველი ზოია პაპალაშვილი, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ალექსანდრე მუყასაშვილი და მცხეთის რაიონული პროკურორი გიორგი ბახტაძე.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლის 30 მაისიდან აღინიშნება.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურაBM.GE
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ