მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სესიაში, რომელიც ვილნიუსში 30 მაისს დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდება, ასევე მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილი.

„სესიის ფარგლებში განიხილეს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური საფრთხეები, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია და მისი შედეგები ალიანსისთვის ასევე, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბრძოლის ველზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. დეპუტატებმა და სამხედრო თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა დისკუსიისას აღნიშნეს, რომ ევროატლანტიკური თავდაცვის გასაძლიერებლად საჭიროა მეტი ქმედითი ნაბიჯი განსაკუთრებით - თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება და შეიარაღების მოდერნიზაცია.

სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს დეკლარაციას: კვანტური ნახტომი შეკავებისა და თავდაცვაში: საპარლამენტო დღის წესრიგი უფრო ძლიერი ნატო-სთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ