მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის ძალების რვა წარმომადგენელს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ცხოვრების უმთავრესი მოწოდებაა, ამგვარი არჩევანის გაკეთება მხოლოდ მათ ძალუძთ, ვისთვისაც სამშობლოს ერთგულება და საერთო მომავლისათვის თავგანწირვა ცხოვრების ამოსავალი პრინციპია. „მივესალმები ჩვენს გმირ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა საკუთარი ცხოვრების უმთავრეს მოწოდებად აქციეს. ამგვარი არჩევანის გაკეთება მხოლოდ მათ ძალუძთ, ვისთვისაც სამშობლოს ერთგულება და საერთო მომავლისთვის თავგანწირვა ცხოვრების ამოსავალი პრინციპია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქე თქვენდამი უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით არის განმსჭვალული. ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი, თუმცა ღირსეული და ამაყი ერი, რომლის წარსულიც თავისუფლებისთვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი მატიანეა. ჩვენი წინაპრები მედგრად იცავდნენ მამულს, ენასა და სარწმუნოებას. ამ შეუპოვარმა უწყვეტმა ბრძოლამ, დაუცხრომელმა სულისკვეთებამ და თავდადებამ ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ხასიათი და მოგვცა ძალა, არაერთ ისტორიულ განსაცდელს ღირსეულად დავხვედროდით“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს გაძლიერებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „თანამედროვე გამოწვევებითა და საფრთხეებით აღსავსე მსოფლიოში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება და არსებულ რეალობასთან ადაპტირება ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია. თქვენი მუდმივი სიფხიზლე, სამშობლოს სადარაჯოზე მტკიცედ დგომა, დისციპლინა და მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ფასდაუდებელია თქვენი წვლილი ძლიერი სახელმწიფოს შენების პროცესში. მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ იმ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რომელიც საქართველოს გაძლიერებაში მიგიძღვით. ჩვენი ვალია, თქვენი გმირული სულისკვეთების ამბავი მომავალ თაობებს შემოვუნახოთ. შვილების აღზრდა სამშობლოს სიყვარულითა და ეროვნული ტრადიციების პატივისცემით, არის საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის უმთავრესი პირობა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი. საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში - თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: გენერალ-მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ზაზა ჩხაიძე; ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი კახა ტაბატაძე; ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი რომან ჯოხაძე. საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მისი ღირსეული სამსახურისათვის ღირსების მედლები გადაეცათ: გენერალ-მაიორს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს ირაკლი ჭიჭინაძეს; გენერალ-მაიორს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა შენგელიას; პოლკოვნიკს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალს სერგო ნინუას, მთავარ სერჟანტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სერჟანტს შალვა მთვარელიშვილს.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

იმედი

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

იმედი