
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
იმედი|imedinews.ge
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებისას რეგიონების განვითარების მხრივ შესრულებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული გამოწვევების შეფასებასა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის გზებს.
ამასთან, ხაზი გაესვა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და მათზე მორგებული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების საშუალებებს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge