მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

თანამშრომლობის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, ცნობიერების ამაღლება, ინოვაციებისა და საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობა, ასევე დარგის განვითარების მხარდაჭერა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული განვითარების პროექტებს. დაგეგმილია კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, დისკუსიების, ტრენინგების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება ინტელექტუალური საკუთრების აქტუალურ საკითხებზე.

თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ადვოკატების, პატენტრწმუნებულებისა და სხვა დაინტერესებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პუბლიკაციების მომზადებას, ასევე ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში კანონმდებლობისა და სამართლებრივი პრაქტიკის სრულყოფის მიმართულებით გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლას.

მხარეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაძლიერებას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და დარგის თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ადვოკატი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ადვოკატის თქმით მოწმემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამის მიცემა და მფარველობა უარყოფორმულა
  • თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს - რა ჩანს კადრებშიტვ პირველი
  • ელიზბარაშვილის საქმეში 7 დაზარალებული კაცი ფიგურირებს – ადვოკატინეტგაზეთი
  • თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატიBM.GE
ადვოკატი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი