მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სარჯველაძე დიუშენის პრეპარატებზე: ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა. პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში
სარჯველაძე დიუშენის პრეპარატებზე: ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა. პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში

იმედი|imedinews.ge

ეს არ არის ის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში შეცდომის დაშვების რისკი მაღალია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს, ასევე - საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იშვიათი დაავადებების სამკურნალო ახალ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება იყო. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებული გამოცდილების, კლინიკური შედეგებისა და რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცვლა და ანალიზი.

„ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა. გვაქვს შესაძლებლობა, ვესაუბროთ წამყვან ჯანდაცვის სისტემებს, ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ როგორც ფინანსური, ისე ძალიან დიდი ინტელექტუალური და სამეცნიერო შესაძლებლობები იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხები. აბსოლუტურად უკლებლივ ყველა ამ ძიების პროცესშია. ჩვენც, ბუნებრივია, ჩართული ვართ ამ პროცესში და მაქსიმალური იმედით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც გვექნება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს მოგვცემს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს წამყვანი ჯანდაცვის სისტემის მქონე ევროპულ ქვეყნებსაც, რაც დამატებითი დიალოგისა და ინფორმაციის გაცვლის საჭიროებას ქმნის.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა პროფესიულ და კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს, რათა გადაწყვეტილებები რაციონალურ შეფასებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნეს მიღებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი