
სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა
საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნული სამართალდარღვევისთვის მას 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით მსგავს საქმეებთან დაკავშირებით, ასობით საქმე განიხილება.
სალომე ქირიას განმარტებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში შედარებით იკლო მსგავსმა სამართალდარღვევებმა.
„ბატონმა ლევან დავითულიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. აღნიშნული ფაქტის იდენტიფიკაცია მოხდა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის ქვეშ დაწერილი კომენტარის საფუძველზე, შესაბამისად მოხდა ამაზე რეაგირება. დღეს განიხილა სასამართლომ აღნიშნული საქმე, დაადასტურა სამართალდარღვევის არსებობს ფაქტი და ბატონ ლევან დავითულიანს სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით“, - განაცხადა სალომე ქირიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge