მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა
სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

იმედი|imedinews.ge

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ახალი მომსახურებები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, განაცხადი გააკეთონ ახალი წყალმომარაგების განრიგის შეთანხმების, არსებული განრიგის შეცვლისა და გაუქმების მოთხოვნით. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, ისე დროებით მფლობელებს. სერვისის მისაღებად აუცილებელია დაინტერესებული პირი რეგისტრირებული იყოს შპს „საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებლად და ჰქონდეს მინიჭებული უნიკალური ნომერი.

ახალი სერვისების მიწოდების პროცესს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ადგილზე გაეცნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი ვანო მეჭურჭლიშვილი.

ახალი მომსახურების დანერგვით იუსტიციის სახლში მელიორაციის სერვისების ინტეგრაციის პროცესი დასრულდა. იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და მომსახურების არეალს მუდმივად აფართოებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუ" იუსტიციის სახლთან, მტკვრის სანაპიროზე რესტორნის აშენებას გეგმავსBM.GE
  • რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვიფორმულა
  • formebi.emis.ge - პლატფორმის გამოყენებით, სასკოლო ფორმების შეძენა მშობლებს სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლებათრუსთავი 2
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

უსაფუძვლო ხმაურიანი ბრალდებები და ოპოზიციის ცრუ კამპანია - პოლიტიკოსების გამოკითხვები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

უსაფუძვლო ხმაურიანი ბრალდებები და ოპოზიციის ცრუ კამპანია - პოლიტიკოსების გამოკითხვები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც მალე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტს ქვეყანაში შემოიტანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც მალე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტს ქვეყანაში შემოიტანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას

პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას

იმედი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა

იმედი