მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ
შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ

შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სანამ ევროკავშირის ინსტიტუციები არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მათთან რამეზე საუბარი რთული იქნება. შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს გამართულ დებატებს.

"PACE-ს რუმინელმა დეპუტატმა ბულაიმ, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დღეს რეზოლუციაში ერთ-ერთი ცვლილება, რაც დააინიცირა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამის აღიარება იყო მისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ამ ადამიანს რაზე უნდა ველაპარაკოთ?! - ეს ადამიანი იყო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელმაც აბსოლუტურად ფალსიფიცირებული, ყალბი დასკვნა დადო არჩევნებთან დაკავშირებით. მათ შორის, ეს ჯგუფი იყო ჩართული, რომ ზეწოლა მოეხდინათ ეუთოს დელეგაციაზე და ამაზეც ჩვენ ვიცით ფაქტები. მათ შორის, ეუთოს დელეგაციიდან ვიცით ეს, რომ მათზე იყო ზეწოლა 2024 წელს რომ მათ შეეცვალათ საკუთარი დასკვნა. როდესაც იყო პრესკონფერენცია არჩევნების მეორე დღეს და მისიებმა ერთად ჩაატარეს პრესკონფერენცია და წარმოედგინათ საკუთარი შედეგები, მანამდე იყო ზეწოლა ეუთოზე. ეს გაბედეს ამ ადამიანებმა, ზეწოლას ახდენდნენ დელეგაციაზე, რათა შეეცვალათ დასკვნა.

ასე, რომ ასეთი ადამიანები ახლა რომ სხედან PACE-ში, ჩვენ მათთან სასაუბრო არც არაფერი არ გვაქვს. ამიტომაც არის, რომ საქართველოს დელეგაცია PACE-ში არ მონაწილეობს, ვიდრე ისინი არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს. 21-ე საუკუნეში ჩვენ ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, აქ ხომ დამთავრებულია მათი იდეოლოგიურ-ღირებულებითი საფუძველი. ამიტომ, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი