მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: 300 ათასი ქართველი დაიღუპა იმის გამო, რომ ევროპა იყო ფაშისტური. ისეთ ევროკავშირში, რომელსაც მხოლოდ სახელი აქვს ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ
შალვა პაპუაშვილი: 300 ათასი ქართველი დაიღუპა იმის გამო, რომ ევროპა იყო ფაშისტური. ისეთ ევროკავშირში, რომელსაც მხოლოდ სახელი აქვს ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ

შალვა პაპუაშვილი: 300 ათასი ქართველი დაიღუპა იმის გამო, რომ ევროპა იყო ფაშისტური. ისეთ ევროკავშირში, რომელსაც მხოლოდ სახელი აქვს ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ

იმედი|imedinews.ge

ისეთ ევროკავშირში, რომელსაც მხოლოდ სახელი აქვს ევროპული, ჩვენ საქართველოს მონაწილეობას ვერ ვხედავთ, მათ უნდა დაგვანახონ, რომ ევროკავშირი კვლავ მიმზიდველი იყოს საქართველოსთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ოდესღაც ევროპა იყო ფაშისტური სახე მქონე და დღეს მას კვლავ აქვს ცივილიზაციური გამოწვევები.

„ევროპას სხვადასხვა სახე ჰქონდა. 45 წლამდე ევროპას ფაშისტური სახეც ჰქონდა, შემდეგ ეს სახე შეიცვალა და დაემსგავსა იმ ევროპას, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. ახლა ვხედავთ, რომ მას კვლავ ცივილიზაციური გამოწვევები აქვთ. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, აშშ-ც მიუთითებს, რომ ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიექანება დღეს ევროკავშირი. ასე რომ ის, რაც ჩვენ ევროკავშირში გვიზიდავდა, ეს არ არის ბუნებრივი მოცემულობა. 300 ათასი ქართველი დაიღუპა იმის გამო, რომ ევროპა იყო ფაშისტური. ასე რომ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ისტორია შეიძლება ნებისმიერ დროს სხვადასხვა მხარეს წავიდეს და ყველა უნდა იყოს ფხიზლად. ამიტომ ვფხიზლობთ ჩვენ და დღეს ვეუბნებით ევროკავშირს, რომ იმ ნაბიჯებით, რომელსაც დგამენ ისინი, მიექანებიან ცივილიზაციური უფსკრულისკენ, შორდებიან ევროპულ იდეალებს და რა თქმა უნდა, ისეთ ევროკავშირში, რომელშიც მხოლოდ სახელია ევროპული, ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მონაწილეობას. ამიტომ მათ უნდა დაგვანახონ, რომ ევროკავშირი კვლავ მიმზიდველი იყოს საქართველოსთვის. ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევროკავშირი არის უბრალოდ კავშირი, როგორებიც ჩვენ უკვე ვიყავით საბჭოთა კავშირში. გეოგრაფიულად ნახევარი საბჭოთა კავშირი ევროპაა, მაგრამ თავისი ღირებულებებით ეს ხომ არ იყო ის ევროპა, რომლის შემოქმედებიც ჩვენ ვართ?! ამიტომ ევროკავშირმა უნდა დაგვანახოს, რომ ის კვლავ ერთგულია იმ ფასეულობების, რის გამოც ჩვენ შევიტანეთ კანდიდატობაზე განაცხადი და ამდენი წელია ვცდილობთ, სხვათა შორის უშედეგოდ, ევროკავშირში წინ წასვლას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →ევროპის →მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი