მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: ხელახლა უნდა მივმართოთ ბრიუსელს და მათ ელჩებს, აპირებენ თუ არა ამ ფაქტის დაგმობას, თუ ესეც უნდა გაიყვანონ მორიგ შეხლა-შემოხლაში, რომელიც შემთხვევით ქუჩაში მოხდა 4 ოქტომბერს?!
შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: ხელახლა უნდა მივმართოთ ბრიუსელს და მათ ელჩებს, აპირებენ თუ არა ამ ფაქტის დაგმობას, თუ ესეც უნდა გაიყვანონ მორიგ შეხლა-შემოხლაში, რომელიც შემთხვევით ქუჩაში მოხდა 4 ოქტომბერს?!

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: ხელახლა უნდა მივმართოთ ბრიუსელს და მათ ელჩებს, აპირებენ თუ არა ამ ფაქტის დაგმობას, თუ ესეც უნდა გაიყვანონ მორიგ შეხლა-შემოხლაში, რომელიც შემთხვევით ქუჩაში მოხდა 4 ოქტომბერს?!

იმედი|imedinews.ge

მნიშვნელოვანია, რომ ამ მოძალადეებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს. ცდილობდნენ ამ ძალადობის დაკნინებას და ხან ღობის საქმეს უწოდებდნენ და ხან რას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე საუბრისას.

მისი თქმით, მოძალადეებმა თავად აღიარეს, რომ ჩაიდინეს ძალადობა და ასევე აღიარეს, რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება.

„ხელახლა უნდა მივმართოთ ბრიუსელს და მათ ელჩებს, აპირებენ თუ არა ამ ფაქტის დაგმობას, თუ ესეც უნდა გაიყვანონ მორიგ შეხლა-შემოხლაში, რომელიც შემთხვევით ქუჩაში მოხდა 4 ოქტომბერს. როდესაც ჩვენ სახეზე გვაქვს პირდაპირი აღიარება მოძალადეების მხრიდან, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა და პირდაპირი აღიარება, რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება.

სახელმწიფო ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე შეხედავს და სადაც იქნება სინანული და აღიარება, იქ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს შეიძლება იყოს საპროცესო შეთანხმება, პირობითი მსჯავრი, რეალური მსჯავრი. ეს დამოკიდებულია როგორც ყოველთვის ბრალის სიმძიმეზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროკურატურა მიდის საპროცესო შეთანხმებაზე, რომლითაც მოძალადეები ერთი მხრივ აღიარებენ თავის ძალადობას და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მიზანს და მეორე მხრივ პროკურატურა სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბრალდებულები დანაშაულებამდე ბრიუსელმა, ხაბეიშვილმა და მსგავსმა პოლიტიკოსებმა მიიყვანეს. ამ ფონზე კი ევროკომისიამ მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის ძალადობას.

ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. შვიდივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს სრულად აღიარებს და ინანიებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი